სასტუმრო ხევსურეთის ულამაზეს სოფელში
დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საოჯახო სასტუმრო - „კორშა“, დამსვენებლებს 2010 წლიდან საოცარ თავგადასავლებსა და მოგონებებს უქმნის. თბილისიდან 100 კილომეტრში მდებარე „კორშა“, ოჯახური ბიზნესია, რომლის შესახებაც ერთ-ერთი მფლობელი - მარინე გიგაური დეტალურად გვესაუბრა.
კორშაროგორც infos.ge-მ გაარკვია, სასტუმრო მოიცავს 2 სართულს, 7 ოთახსა და დიდ სასადილოს ბუხრით, რომელიც ეთნოგრაფიულ-საგამოფენო დარბაზს წარმოადგენს. კეთილმოწყობილი ოთახები, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარით. სასტუმროში ფუნქციონირებს 2 სააბაზანო და საპირფარეშო. ასევე, არის ცხელი წყალი და wifi. როგორც გავიგეთ, ტელევიზორის გამოყენების სურვილს, სტუმრები თითქმის არასოდეს გამოთქვამენ. შეუძლებელია ისვენებდე ასეთ საოცარ ადგილას და გაგიჩნდეს სურვილი, ერთი წუთით მაინც მოსწყდე მის სილამაზეს.
კორშა
„სასტუმროს ეზოში, მდებარეობს სახელოსნო - „არაბული არტჰაუსი“, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ტრადიციული ხელსაქმე. ზაფხულში სტუმრებს ეზოში მდებარე ფაცხაში ვუმასპინძლედებით და ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს. გაზაფხულზე ვაპირებთ კვების ობიექტის გახსნასაც. რაც შეეხება ფასებს, სასტუმროში ერთი ღამის ფასი პერსონაზე, 20 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე ადის.“.
კორშაinfos.ge დაინტერესედა, რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია გზა სოფელ კორშამდე და როგორც მარინემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ყველა სეზონზე, ნებისმიერი სახის ტრანსპორტით  შეგიძლიათ სასტუმრომდე მისვლა. 
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL