ბელგიური ვაფლი

ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი დესერტი, სახლშიც უმარტივესად შეგიძლიათ მოამზადოთ. ბელგიური ვაფლის მომზადების ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა ჩვენ ყველაზე მარტივს და გემრიელს გაგიზიარებთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ზეთი - 120 მლ
  • მარილი - 1/2 ჩაის კოვზი
  • სოდა - 1/2 ჩაის კოვზი
  • რძე - 300 მლ
  • შაქარი - 3 სუფრის კოვზი
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • კვერცხი - 4 ცალი
  • ვანილი - გემოვნებით
 
მომზადების წესი:
უგემრიელესი ვაფლის მოსამზადებლად, პირველ რიგში შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, სოდა, შაქარი და ცოტა მარილი. ამის შემდეგ, გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გულებს დაუმატეთ ვანილი, რძე,ზეთი, ათქვიფეთ და შეურიეთ ფქვილიანი ნარევი. ცალკე ათქვიფეთ ცილისგან ბეზე და შეურიეთ ცომს. გააცხელეთ ვაფლის საცხობი, დაასხით ცომი და გამოაცხვეთ. ვაფლი შეგიძლიათ მიირთვათ თაფლით,  ხილით, ნაღებით, შოკოლადით, ნაყინით, მურაბით და ა.შ.
 
უგემრიელესი ბელგიური ვაფლი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ბელგიური ვაფლი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL