კვერცხისა და მწვანე ხახვის ღვეზელი

დღეს ჯანსაღი, გემრიელი და მარტივი კერძის რეცეპტს გაგაცნობთ. კვერცხისა და მწვანე ხახვის უგემრიელესი ღვეზელი, იდეალური გამოსავალია ვახშმისთვის.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი - 300 გრ
  • მაწონი  - 400 მლ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • კარაქი - 160 გრ
  • მარილი - მწიკვი
  • შაქარი - 2 სუფრის კოვზი
  • სოდა ან გამაფხვიერებელი - 1 ჩაის კოვზი
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
 
მომზადების წესი:
პირველ რიგში მოხარშეთ კვერცხი გულსართისთვის, გააციეთ და გაფცქვენით. მწვანე ხახვი დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში, დაუმატეთ მარილი, პილპილი და კუბიკებად დაჭრილი კვერცხი.
 
ცომის მოსამზადებლად, გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი, მარილი, კვერცხი და კეფირი. ცალკე ჯამში ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ გამდნარი კარაქის მასა.  გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით მასში ნახევარი ცომი. შემდეგ ზედ თანაბრად გაანაწილეთ გულსართი და ზემოდან დარჩენილი ცომი მოასხით. აცხვეთ ღვეზელი 35 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე.
 
უგემრიელესი კვერცხისა და მწვანე ხახვის ღვეზელი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
კვერცხისა და მწვანე ხახვის ღვეზელი
 
 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL