საუკეთესო ფრანგული რესტორნები თბილისში

ფრანგული სამზარეულო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი გემოვნური მახასიათებლებით გამოირჩევა. ფრანგულ საზოგადოებაში, შეფები ხელოვნებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლებად ითვლებიან. მათი გამორჩეული კერძები, საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და ჩვენამდე სრულფასოვანი სახით მოაღწია. დღეისათვის, infos.ge-მ გადაწყვიტა თბილისში არსებულ საუკეთესო ფრანგულ რესტორნებზე მოგიყვეთ.  

საცხობების ქსელმა PAUL 1889 წელს დაიწყო უგემრიელესი ფრანგული პურ-ფუნთუშეულის მომზადება. მრავალწლიანი ტრადიციისა და განვითარების შემდეგ, საცხობების ქსელი რესტორნების ქსელად იქცა და ამ ეტაპზე მსოფლიოს 45-მდე ქვეყანაში აქვს ფილიალები. თბილისში PAUL-ის პირველი რესტორანი, 2016 წელს გაიხსნა და მალევე შეემატა მეორე ფილიალიაც. როგორც რესტორნის დირექტორისგან - თამარ სტურუასგან შევიტყვეთ, 2019 წლის დასაწყისში, თბილისში PAUL-ის მესამე ფილიალიც გაიხსნება. რესტორნის წარმოება მოიცავს 43 სხვადასხვა სახეობის უგემრიელეს პურს, ფუნთუშეულს, საკონდიტრო ნაწარმსა და სეზონური სენდვიჩების მრავალფეროვან არჩევანს. საფრანგეთიდან ჩამოტანილი პროდუქციით დამზადებული უგემრიელესი კერძების დაგემოვნება, ხელმისაწვდომ ფასებშია შესაძლებელი. მაგალითად, PAUL-ის სეზონური სენდვიჩების ფასი 7.90 ლარიდან იწყება, ხოლო უგემრიელესი საფირმო პურეული 1.90-6 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ. გარდა ამისა, PAUL-ი ფრანგული სტილის საუზმეს, კრეპების მრავალსახეობასა და მსუბუქ კერძებსაც გთავაზობთ. რაც შეეხება ინტერიერს, რესტორანი ფრანგულ სტილშია მოწყობილი და კლასიკურ, მყუდრო გარემოს ძალიან უხდება ფონური, ფრანგული მუსიკა. PAUL-ის ფილიალები აბაშიძის 26 ნომერსა და გალაკტიონ ტაბიძის 3/5-ნომერში მდებარეობს.
paul georgiaკაფე „პურ-პური“ 2007 წელს გამოჩნდა თბილისში და ფრანგული მენიუს გარდა, აქ იტალიურ კერძებსაც დააგემოვნებთ. ოფის მენეჯერის - მაია ხვიჩიას განმარტებით, „პურ-პურში“ მისულებს, უგემრიელესი წვნიანების დაგემოვნება 15-22 ლარის ფარგლებში, ხოლო დესერტების - 15 ლარიდან ზემოთ შეგიძლიათ. კერძი, რომელსაც მხოლოდ „პურ-პურში“ დააგემოვნებთ, ფრანგი კულინარის მიერ, სპეციალურად მათთვის შექმნილი ხორცის სტეიკია, კონიაკითა და სამი სახის პილპილით. ის 2 ადამიანზეა გათლილი და 45 ლარი ღირს. ასეთივე უნიკალურია „პურ-პურის“ ფრანგული პური „ბაგეტი“, რომელიც იქვე, თქვენს თვალწინ ცხვება. რესტორნის დიზაინი რეტრო სტილშია მოწყობილი, სადაც თქვენს განწყობაზე ყოველდღე, საღამოს 9 საათიდან ცოცხალი მუსიკით, კერძოდ ჯაზითა და როიალის ჰანგებით ზრუნავენ. „პურ-პურს“ აბო თბილელის 1 ნომერში, მეორე სართულზე შეგიძლიათ ეწვიოთ, 11:00 საათიდან 02:00 საათამდე.
პურ-პური„ლე მარე“  12 წლის წინ  შეემატა თბილისის ფრანგული რესტორნების რიგს. რესტორნის ერთ-ერთ მეწილესთან - ქეთი სალაყაიასთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ მათ წელიწადში ერთხელ ფრანგი მზარეულები სტუმრობენ და სიახლეებს სთავაზობენ, რომელიც შემდეგ მათ მენიუში ინერგება. „ლე მარეში“ სტუმრად მისულებს, გირჩევთ გასინჯოთ უგემრიელესი ხორცის ტარტარი-27 ლარად, ბატკნის ფეხი ესპრესოს სოუსში-38 ლარად, ქართული ლოკოკინებით დამზადებული კერძი - 22 ლარად და ქართულ-ფრანგული ღვინოების ნაირსახეობა. რაც შეეხება გარემოს, კლასიკური ფრანგული სტილი და ფონური ჯაზ-მუსიკა გელოდებათ. კაფე ირაკლი აბაშიძის 32 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 12:00 საათიდან, 00:00 საათამდე გელით.
ლე მარე

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ