იტალიური სალათი - პანცანელა

უგემრიელესი, საოცრად არომატული და შეუდარებელი სალათის რეცეპტი infos.ge-სგან. პანცანელას განსაკუთრებული გემოს საიდუმლო, შემწვარი პურის ნაჭრები, პომიდვრის უგემრიელესი წვენი და ზეითუნის ზეთის არომატული გემოა.  

საჭირო ინგრედიენტები:

  • პომიდორი - 3 ცალი დიდი ზომის
  • პომიდორი ჩერი - 5 ცალი
  • წითელი ხახვი - 1 თავი
  • ბაზილიკი - 1 შეკვრა
  • ოხრახუში - მცირე რაოდენობით
  • ნაჭერი პური - 4-5 ნაჭერი
  • ზეითუნის ზეთი - გემოვნებით
  • ღვინის ძმარი - 2 ჩაის კოვზი
  • ნიორი - 2 კბილი
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
პირველ რიგში დაჭერით პური საშუალო ზომის კუბიკებად, დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 10 წუთის განმავლობაში.

ამის შემდეგ დაჭერით დიდი პომიდვრები, ჩერი გაჭერით შუაზე, ხახვი რგოლებად, ნიორი ოხრახუში და ბაზილიკი კი, წვრილად. ზეითუნის ზეთი და ღვინის ძმარი შეურიეთ ერთმანეთს, ბოსტნეული კი, მოათავსეთ ჯამში. ჯამში მოთავსებულ ინგრედიენტებს მოაყარეთ მარილი, პილპილი, პურის ნაჭრები და მოასხით ზეთუნისა და ღვინის ნარევი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები და 10-15 წუთის შემდეგ, მოაყარეთ ბაზილიკი.

უგემრიელესი პანცანელა მზად არის. გემრიელად მიირთვით.
პანცანელა

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL