უნიკალური ღვინოების დიდი არჩევანი რესტორანში - „ტერავაინი“

მათთვის, ვისთვისაც ხარისხიანი ღვინო და განსაკუთრებული კერძებია მნიშვნელოვანი, 2018 წლის 15 მაისს, თბილისში რესტორანი „ტერავაინი“ გაიხსნა.
ტერავაინიუგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძებით შემდგარი მენიუ, ღვინო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, თბილი და მყუდრო გარემო, ის არასრული ჩამონათვალია, რაც „ტერავაინში“ სტუმრობისას დაგხვდებათ.
infos.ge რესტორნის ისტორიით დაინტერესდა და მფლობელს - ეკატერინე ჯალაღონიას ესაუბრა. როგორც მასთან საუბრისას გავარკვიეთ, რესტორნის მთავარი სიამაყე, ღვინის დიდი არჩევანია, რომელთაგან უმეტესობა უნიკალურია და მხოლოდ „ტერავაინში“ შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
ტერავაინი„ჩვენი რესტორნის კონცეფცია, მაღალი ხარისხის სამზარეულოზე, უნიკალურ ღვინოებსა და გამორჩეული მუსიკალურ პროგრამაზეა აგებული. „ტერავაინი“ საოცრად კომფორტული ადგილია ოჯახური ურთიერთობისთვის, საქმიანი ან მეგობრული შეხვედრებისთვის. რესტორანი მოიცავს ერთი დარბაზს, სადაც 100-დან 120 სტუმრამდე განთავსებაა შესაძლებელი და VIP ოთახს,  საქმიანი შეხვედრებისთვის.
ტერავაინირაც შეეხება ფასებს, გათვლილია საშუალო სეგმენტზე. მაგალითისთვის, ელარჯის ბურთულები საფირმო სოუსით -12 ლარად შეგიძლიათ დააგემოვნოთ.  გარდა ამისა, ყოველდღე 20:00 საათიდან სტუმრების საუკეთესო განწყობაზე, სხვადასხვა გასართობი პროგრამით ვზრუნავთ“.
 ტერავაინიკლასიკურ და მყუდრო რესტორანში მისულებს, აუცილებლად დაგხვდებათ ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი და თბილი გარემო. „ტერავაინი“ არის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი შუაგულ თბილისში, სადაც ძალიან ხშირად იმართება ნამდვილი თბილისური საღამოები.
ტერავაინირესტორანი კოსტავას 37/39 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00-საათიდან 23:30 საათამდე მუშაობს.  

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ