მწვანე ლობიო კვერცხით

დღეს უგემრიელესი და უმარტივესი სალათის რეცეპტს გაგაცნობთ. მწვანე ლობიო კვერცხით სწორედ ის კერძია, რომლის მოსამზადებლად სულ რამდენიმე წუთი და ინგრედიენტი დაგჭირდებათ. გემრიელი და ნოყიერი სალათი კი, აუცილებლად მოგეწონებათ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კვერცხი - 3 ცალი
  • პომიდორი - 3 ცალი
  • ნიორი - 3 კბილი
  • ხახვი - 1 თავი
  • მწვანე ლობიო - 1 კგ
  • მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი) - 5-5 ღერო
  • მარილი - გემოვნებით
  • წიწაკა - გემოვნებით
  • სვანური მარილი - გემოვნებით
 
მომზადების წესი:
 პირველ რიგში გარეცხეთ მწვანე ლობიო, დაამტვრიეთ და ხახვთან ერთად ზეთში მოშუშეთ, აუცილებლად თავდახურულ ტაფაზე. როცა კარგად ჩაიშუშება, დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, შემდეგ მწვანილები, წიწაკა, მარილი, ნიორი, სვანური მარილი და კვერცხი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და 5-7 წუთის შემდეგ გამორთეთ.
 
უგემრიელესი მწვანე ლობიო კვერცხით მზად არის. გემრიელად მიირთვით.
მწვანე ლობიო კვერცხით
 
 
 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL