პირველად ქართული თეატრის სივრცეში, პროექტი - „ღამე თეატრში“

7 დეკემბერს „მოზარდ მაყურებელთა თეატრი“  წარმოგიდგენთ პროექტს - "ღამე თეატრში". პროექტის ფარგლებში, თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი, ნახოთ სპექტაკლი მაშინ, როდესაც ქალაქს სძინავს. პარასკევს, 23:59 საათზე, თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება მონო სპექტაკლი - “ღამე და თუთიყუში“, ნიკოლოზ ფაიქრიძის მონაწილეობით.

„დაკარგული თაობის“ პერსონაჟი მოგითხრობთ, თუ როგორ და რატომ დაკარგა ადამიანური ღირსება, როგორ უღალატეს სხვებმა, თავადაც როგორ უღალატა საკუთარ თავს და იქამდე დაეცა, რომ ყოველ დღე უნდა მოკლას „ვირთხებად“ ქცეული მტერი. ამით არა მხოლოდ მოღალატე ცოლზე შურისძიებას, არამედ საკუთარი „ღირსების აღდგენასაც“ ცდილობს.

იმისათვის, რომ სპექტაკლს დაესწროთ, არსებობს 3 მთავარი პირობა:
1) უნდა იყოთ 18 წელს ზევით;
2) აუცილებლად უნდა შეიძინოთ ბილეთები წინასწარ, რადგან შუაღამით სალარო არ იმუშავებს;
3) მესამე პირობას კი, მაშინ გაიგებთ, როცა თეატრში მიხვალთ.

აუცილებელია თეატრში  წარმოდგენის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე მისვლა. ასევე, აუცილებელია ზუსტად მიჰყვეთ კაპელდინერების მითითებებს და ჩაერთოთ განწყობის შესაქმნელ რიტუალში. არ გამოტოვო საქართველოში პირველი შუაღამის სპექტაკლი.

ბილეთები შეიძინეთ ვებ-გვერზე: www.biletebi.ge
ბილეთის ფასი: 10 ლარი.
https://www.facebook.com/events/356157408470611/

ღამე თეატრში

 

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ