ბროწეულის ლიქიორი

დღევანდელი რეცეპტით, მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა გულს ნამდვილად მოვიგებთ, რადგან ეს უგემრიელესი სასმელი აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. ბროწეულის კოქტეილი გემრიელთან ერთად, მარტივი მოსამზადებელია და ამისათვის სულ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ბროწეულის მარცვლები - 500 გრ
  • არაყი - 500 მლ
  • შაქარი - 300 გრ
მომზადების წესი:
პირველ რიგში, გაარჩიეთ ბროწეული ისე, რომ არ გაჰყვეს თეთრი ნაწილები. შეგიძლიათ მზა, დარჩეული მარცვლებიც შეიძინოთ, რომელიც უკვე უამრავ მარკეტშია ხელმისაწვდომი. მარცვლები დაჭყლიტეთ ოდნავ, ისე რომ წვენი გამოუშვას. ბოთლში კი, ჩაასხით არაყი, დაუმატეთ შაქარი, ჩაყარეთ ბროწეულის მარცვლები, წვენი და კარგად აურიეთ.

დააყენეთ ბროწეულის ლიქიორი ბნელ და გრილ ადგილას 10 დღე. ყოველდღიურად შეანჯღრიეთ ბოთლი, რათა შაქარი ბოლომდე გაიხსნას. 10 დღის შემდეგ გაწურეთ ლიქიორი და ჩაასხით ბოთლებში.

უგემრიელესი ბროწეულის ლიქიორი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ბროწეულის ლიქიორი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL