კომპანია, რომელიც „გასტრონომიული გადატრილებას“ გეგმავს
ქართულ ბაზარს 2 თვის წინ, თამარ კიკნაძემ, თინა ვაშაკიძემ და ია ძაგანიამ ახალი ბრენდი - „ამოჭამე“ შემატეს.  უცნაური ტკბილეულის კომპანია, საოცარი ექსპერიმენტებით გამოირჩევა და სწორედ ისეთი უცნაური ექსპერიმენტით გამოჩნდა ბრენდი ჩვენს წინაშე, როგორიცაა წიწაკისა და ხახვის მურაბა.
ამოჭამეროგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძვნებელმა -  ია ძაგანიამ infos.ge-სთან საუბრისას განმარტა, „ამოჭამეს“ მთავარი კონცეფცია, ადგილობრივი და ნაცნობი პროდუქტისგან დელიკატესების შექმნაა. რამდენიმე დღის წინ, გოგონებმა კიდევ ერთი უნიკალური დელიკატესის შექმნა დააანონსეს და როგორც თავად ამბობენ, სიახლე აუცილებლად მოახდენს „გასტრონომიულ გადატრიალებას“.

„ჩვენი ახალი პროდუქტი, რომლითაც შევეცადეთ ჩურჩხელის განსხვავებული ვარიაცია შეგვექმნა, თაფლში დავარგებული ყველის ჩურჩხელაა. ალბათ ბევრს გაუკვირდება, თუმცა ყველა ინგრედიენტი, რომლითაც ჩურჩხელა მზადდება, საოცრად უხდება ერთმანეთს. ვინაიდან პროდუქცია გაყიდვაში 2019 წლიდან გამოვა, ფასზე ჯერჯერობით ვერ შევთანხმდით, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სიახლე აუცილებლად დაიმსახურებს მომხმარებლის სიყვარულს“.
ამოჭამესანამ ყველანი მოუთმენლად ველოდებით „თაფლში დავარგებული ყველის ჩურჩხელის“ გაყიდვაში გამოსვლას, მანამდე „ამოჭამეს“ სხვა ექპერიმენტული და გემრიელი ნუგბარი შეგვიძლია დავაგემოვნოთ. მათი პროდუქცია წარმოდგენილია შემდეგ მაღაზიებში: „ყველის სახლი“, „მარლეტა“, „მხოლოდ ქართული“ და „ითის“ საკონდიტრო ქსელი.
ამოჭამერაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გოგონებმა პროდუქციის დიდ ქსელურ მაღაზიებში შეტანა და „ამოჭამეს“ მურაბების ექსპორტზე გატანა დაისახეს მიზნად.
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL