ქართულ ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი რესტორანი - „შატროვანი“
რესტორანი „შატროვანი“ თბილისში 2015 წელს გაიხსნა და მალევე დაიპყრო გურმანების გული, ტრადიციული ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძებით.
შატროვანიროგორც ჩვენთან საუბრისას დირექტორმა - ბესო შალუტაშვილმა აღნიშნა, ნატურალურ პროდუქტზე დამზადებული კერძები, „შატროვანის“ უმთავრესი წესია. გარდა ამისა, რესტორანში მთავარ აქცენტს კომფორტული და მეგობრული გარემოს შექმნაზე აკეთებენ.

„შატროვანი“ ამ ეტაპზე მოიცავს 3 დარბაზს - სადღესასწაულო დარბაზი, რესტორანი და ბარი. რესტორნის დიზაინი ქართულ ტრადიციულ მოტივებზეა აგებული, რომელსაც ჩვენმა დიზაინერმა თანამედროვე ელემენტები შემატა.
შატროვანირესტორნის სახელს რაც შეეხება, გვინდოდა ძველი ქართული სიტყვა მოგვეფიქრებინა, რომელიც გულუხვობასთან და სილამაზესთან იქნებოდა დაკავშირებულია. „შატროვანი“ძვირფასი ქვებით ნაკერ ქსოვილს ნიშნავს და მისი კიდევ ერთი განმარტება ლექსიკონში, შემდეგნაირია: „ცხენსა ზედა ძვირფასი ქვებით მორთული გადასაფარებელი“. ამ კონტექსტიდან, ცხენი როგორც გულუხვობის, სიმამაცისა და სიცოცხლის სიმბოლო, ხოლო ქსოვილი, როგორც სილამაზის სიმბოლო, ისე ავირჩიეთ ჩვენს ლოგოდ. სწორედ ესაა ჩვენი მიზანიც, რომ გულუხვი, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ქართული სტუმარმასპინძლობით შევხვდეთ სტუმრებს“.

რესტორნის ისტორიისა და დიზაინის გაცნობის შემდეგ, infos.ge ტრადიციულად დაინტერესდა ფასებით. როგორც ბესო შალუტაშვილმა განგვიმარტა, „შატროვანში“ საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები და მაღალი ხარისხის მომსახურება გელოდებათ. მაგალითისთვის, 4 პერსონაზე გათლილი საფირმო კერძი - „შატროვანი“, 50 ლარად შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
შატროვანი
რაც შეეხება გასართობ პროგრამას, ყოველ საღამოს, როგორც ქართული, ისე უცხოური ცოცხალი მუსიკა გელით.

გურამიშვილზე, სარაჯიშვილის მეტროს მოპირდაპირედ მდებარე რესტორანი, ყოველდღე 09:00 საათიდან ბოლო სტუმრამდე მუშაობს.

https://infos.ge/763/geo/company
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL