ჯანსაღი სალათი ბროკოლით

იმის გათვალისწინებით, რომ ორშაბათი ყველაზე მძიმე დღეა, მის შესამსუბუქებლად უმარტივესი  სალათის რეცეპტს გაგაცნობთ. რაც მთავარია, ბროკოლის სასარგებლო თვისებების გამო, სალათი ჯანსაღი და ამასთანავე უგემრიელესი გამოდის.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ბროკოლი - 500 გრამი
  • ვაშლი - 2 ცალი
  • ვაშლის ძმარი - 5 სუფრის კოვზი
  • თეთრი ყურძენი - 100 გრამი
  • მდოგვი - 1 სუფრის კოვზი
  • კოჭა - 1 ჩაის კოვზი
  • ხახვი - 1 ცალი
  • პილპილი - გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი - გემოვნებით
მომზადების წესი:
დაიწყეთ ბროკოლის ორ ნაწილად გაჭრით და გაჭრილი ბროკოლი ჩაყარეთ მდუღარე წყალში. 2-3 წუთით მოხარშვის შემდეგ კი, სასურველ ჭურჭელში გადაიტანეთ და გააცივეთ. ყურძენი ორ ნაწილად, გათლილი ვაშლი კუბიკებად, ხახვი კი, რგოლებად დაჭერით და ჩაყარეთ ბროკოლიან ჭურჭელში.

ცალკე ჯამში აურიეთ ზეითუნის ზეთი, მდოგვი, დაფქული კოჭას ფესვი, ვაშლის ძმარი, მარილი და პილპილი. ზემოთ მომზადებული ინგრედიენტებს, მოასხით მიღებული ზეთისა და ძმრის მასა.

უგემრიელესი ბროკოლის სალათი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ბროკოლის სალათი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL