BEER PONG-ი REBUS BAR-ში
29 ნოემბერს, 22:00 საათიდან, REBUS BAR-ი BEER PONG-ის ყოველკვირეულ ჩემპიონტს მართავს. ჩემპიონატის ფარგლებში, გამარჯვებულ წყვილს საჩუქრად გადაეცემა ულიმიტო ლუდი და არაყი ერთი სრული დღის განმავლობაში.
ჩემპიონატში მონაწილეობა ხდება შემდეგნაირად: იქმნება 2 გუნდი, თითოეულში 2 წევრით. გუნდების მთავარი მიზანია, მოათავსონ ბურთი მოწინააღმდეგის ჭიქაში. რომელი გუნდიც უფრო სწრაფად შეძლებს ოპონენტის ყველა ჭიქაში ბურთის ჩაგდებას, გახდება გამარჯვებული.
თამაშს აქვს საკმაოდ ბევრი წესი. ძირითადი წესებია: თუ გუნდის ორივე წევრმა შეძლო ბურთის მოწინააგმდეგის ჭიქაში ჩაგდება, მათ ეძლევათ განმეორებითი სროლის უფლება მანამ, სანამ რომელიმე ააცილებს. მსროლელის იდაყვი არ უნდა სცდებოდეს მაგიდის კიდეს. ბურთის უკან დაბრუნების შემთხვევაში, გაქვთ სროლის სამი ვარიანტი, ისვრით თვალდახუჭული, ისვრით მიტრიალებული ან მარცხენა ხელით (თუ ცაცია ხართ მარჯვენათი). მაგიდიდან ჭიქაში ჩაგდების შემთხვევაში, მოწინააგმდეგე სვამს 2 ჭიქა ლუდს, მაგრამ ჩავარდნამდე მათ აქვთ დაფარების საშუალება. 2 ან 2 ზე მეტი შეხების შემთხვევაში, დასალევი ლუდის ჭიქების რაოდენობა შესაბამისად იზრდება. ჭიქების გასწორების უფლება გუნდებს აქვთ მხოლოდ ორჯერ. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეს დარჩება 6 ან 6-ზე ნაკლები ჭიქა. ჭიქაში ბურთის დატრიალების შემთხვევაში, შეგიძლიათ შებერვით ამოგდება. იმ შემთხვევაში, თუ ბურთი შეეხება
ლუდს, ის ჩავარდნილად ითვლება. მონაწილეობისთვის საჭიროა: 10 ლარი (ანუ გუნდის 1 წევრზე მხოლოდ და მხოლოდ 5 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ შეძლებთ მეორე ტურში გადასვლას, ჯამში იმაზე მეტი
ლუდის დალევას მოახერხებთ ვიდრე 10 ლარად შეიძენდით).
ასაკი შეზღუდულია: +18
ბეარ პონგ
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL