გლინტვეინი შავი ლუდით

მიუხედავად იმისა, რომ გლინტვეინის არაერთი ვერსია გაგვიგია, რეცეპტი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ,  ალბათ თქვენთვისაც აღმოჩენა იქნება. წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია, რომ შავი ლუდით დამზადებული გლინტვეინი, ერთ-ერთი უგემრიელესი და გასაოცრად არომატული სასმელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • შავი ლუდი - 700 მლ
  • დარიჩინის ჩხირი - 1 ცალი
  • კარდამონი - 1 გრ
  • მუსკატის კაკალი - 0.4 გრ
  • მიხაკის მარცვალი - 3 ცალი
  • კოჭა - 5 გრ
  • თაფლი - 5 ჩაის კოვზი
  • ფორთოხალი - 1 ცალი
  • ლიმონი - 1 ცალი
მომზადების წესი:
ამ უგემრიელესი სასმელის მოსამზადებლად, პირველ რიგში ქვაბში ჩაასხით და საშუალო ცეცხლზე შემოდგით ნახევარი ბოთლი შავი ლუდი. მას შემდეგ, რაც ადუღების პირველი ნიშნები  გამოჩნდება, გადმოდგით ცეცხლიდან და არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ ლუდი ადუღებამდე. ამის შემდეგ, დაამატეთ კარდამონი, კოჭა, მუსკატის კაკალი, დარიჩინი და მიხაკი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ, დაუმატეთ ლიმონის ცედრა, ფორთოხლის წვენი და ისევ ცეცხლზე შემოდგით. ადუღებამდე კვლავ გადმოდგით და ჭიქაში ჩასხმის შემდეგ, მორთეთ დარიჩინის ჩხირითა და ფორთოხლის რგოლებით.

უგემრიელესი გლინტვეინი შავი ლუდით მზად არის. გემრიელად მიირთვით.
შავი ლუდის გლინტვეინი

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL