ჯანმრთელობა ყველგან და ყოველთვის
ბოლო დროს, მოგზაურებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სამოგზაურო ადგილები გახდა. ადამიანები ხშირად მოგზაურობენ იმისთვის, რომ თავიანთი სულიერი, გონებრივი თუ ფიზიკური მდგომარეობა გააუმჯობესონ. დღესდღეობით, ტურისტებს ისეთი ადგილები მოსწონთ, სადაც მხოლოდ სანაპიროს და კოქტეილებს კი არა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო აქტივობებსაც შესთავაზებენ. სწორედ ამიტომ, infos.ge  ისეთ ადგილს გაგაცნობთ, რომელსაც ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის უნდა ეწვიოთ.
შრი-ლანკაშეუძლებელია არ გინდოდეს შრი-ლანკაზე წასვლა, მისი შესანიშნავი კულტურის, ისტორიული ტაძრების, იოგისა და მედიტაციისთვის განკუთვნილი სპეციალური ადგილების გამო. შრი-ლანკაზე ისეთ ტრადიციულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ, რომელთაც საუკუნეებს გაუძლო და სხეულის გაახალგაზრდავებისთვის დღემდე გამოიყენება.

გარდა იმისა, რომ შრი-ლანკა ნამდვილი სამოთხეა თავისი მდიდრული სასტუმროებით, საოცარი სანაპიროთი და ულამაზესი ხედებით, აქ სტუმრებს იოგას გაკვეთლებსაც სთავაზობენ. ადგილობრივები იოგას ისეთ ტექნიკას შეგასწავლიან,   რომელიც საუკუნეებს ითვლის.
შრი-ლანკაკიდევ ერთი პოპულალური გზა სიმშვიდის მოსაპოვებლად, არის მედიტაცია. იოგას გარდა, შრი-ლანკაზე მედიტაციის ტურებითაც გაგანებივრებენ. რაც შეეხება სამკურნალო ცენტრებს, ისინი მასაჟს, ორთქლის აბაზანებსა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა მომსახურებებს შემოგთავაზებენ.
შრი-ლანკა
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL