ესპანური სოუსი - რომესკო

სოუსი, რომლის რეცეპტსაც დღეს გაგაცნობთ, ძალიან ჰგავს ქართულ აჯიკას, თუმცა რომესკოს შემთხვევაში, ახალი მწარე წიწაკის ნაცვლად, დამარინადებული წითელი წიწაკა გამოიყენება. სანამ რეცეპტის გაცნობაზე გადავალთ გეტყვით, რომ ეს უგემრიელესი ესპანური სოუსი ძალიან უხდება თევზს, შემწვარ ხორცსა და შემწვარ ბოსტნეულს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • დამარინადებული ტკბილი წითელი წიწაკა - 5 ცალი
  • ნიგოზი - 1 ჭიქა
  • ნიორი - 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 6 სუფრის კოვზი
  • ძმარი - 3 სუფრის კოვზი
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
  • დაფქული წითელი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესი:
პირველ რიგში, დაჭრილი ნიორი მოათავსეთ ბლენდერში, ნიგოზთან ერთად და კარგად დააბლენდერეთ. ბლენდერში მოთავსებულ ინგრედიენტებს დაუმატეთ დამარინადებული წითელი წიწაკა, ძმარი, დაფქული წიწაკა და განაგრძეთ დაქუცმაცება. პროცესშივე ჩაუმატეთ ჯერ ზეითუნის ზეთი, შემდეგ კი მარილი და პილპილი.

უგემრიელესი რომესკოს სოუსი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
რომესკო

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL