მიმოზას სმუზი

დღეს უგემრიელესი ტროპიკული მიმოზას სმუზის რეცეპტს გაგაცნობთ.  სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი სასმელი,  საოცარი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.  

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფორთოხლის წვენი - 1 ჭიქა
  • დაჭრილი გაყინული ანანასი - 1 ჭიქა
  • დაჭრილი გაყინული ბანანი - 1 ცალი
  • იოგურტი - 1⁄2  ჭიქა
  • ქოქოსის რძე - 1⁄2 ჭიქა
  • ცივი შამპანიური - 2 ჭიქა
მომზადების წესი:
პირველ რიგში ჩაასხით ბლენდერში ფორთოხლის წვენი  და დაუმატეთ გაყინული ანანასი, გაყინული ბანანი, იოგურტი და ქოქოსის რძე. ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ამის შემდეგ, დაუმატეთ შამპანური და ათქვიფეთ მანამ, სანამ კარგად არ შეერევა. ვინაიდან ინგრედიენტების უმრავლესობა გაყინულია, გირჩევთ მიირთვათ მომზადებისთანავე და სურვილის შემთხვევაში, მორთეთ ჭიქა ანანასის ნაჭრით.

უგემრიელესი მიმოზას სმუზი მზად არის. გემრიელად მიირთვით.
მიმოზას სმუზი4

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL