კალმახი ლიმონის სოუსში

კალმახის მომზადების არაერთი ვერსია არსებობს, თუმცა ამ რეცეპტით მომზადებული, აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული. უგემრიელესი ინგრედიენტების საოცარი შეხამება და კერძი, რომლითაც ყოველთვის შეძლებთ თავის მოწონებას სტუმრებთან.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კალმახი - 4 ცალი
  • ნიორი - 4 კბილი (წვრილად დაჭრილი)
  • ლიმონის წვენი - 3 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში - 2 სუფრის კოვზი (წვრილად დაჭრილი)
  • ქონდარი - ½ სუფრის კოვზი
  • ორეგანო ½  სუფრის კოვზი
  • კარაქი - 2 სუფრის კოვზი
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
  • ზეთი - 3 სუფრის კოვზი
მომზადების წესი:
პირველ რიგში თევზს მოაჭერით კუდი და ფილე გაჭერით სიგრძეზე ორ ნაწილად. ხორცის მხარეს მოაყარეთ მარილი, პილპილი, ორეგანო და ქონდარი. ამის შემდეგ, ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით თევზი ჯერ კანიანი მხრიდან 3-4 წუთით, შემდეგ კი მეორე მხრიდან 2-3 წუთით. გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ დავდახურულ ტაფაში 10 წუთი.

10 წუთის შემდეგ, ფილე გადმოიტანეთ თეფშზე და მოაცალეთ კანი ფრთხილად.  ტაფაზე კი, დაამატეთ კარაქი, დაჭრილი ოხრახუში, ლიმონის წვენი და დაჭრილი ნიორი. ტაფაზე მოთავსებული ინგრედიენტები დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ადუღეთ და ჩააწყვეთ შემწვარი კალმახი.

უგემრიელესი კალმახი ნივრისა და ლიმონის სოუსში მზად არის. გემრიელად მიირთვით.
კალმახი ლიმონის სოუსში

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL