სად გავატაროთ დასვენების დღეები 23-24 ნოემბერს
მოახლოვდა ვიქენდი და infos.ge კვლავ განაგრძობს, თქვენთვის კვირის გამორჩეული ივენთების გაცნობას. გაიგეთ სად შეგიძლიათ გაატაროთ  საუკეთესო საღამო 23 და 24 ნოემბერს.

ელექტორნული მუსიკა – 23 ნოემბერს, დიდი ხნის შესვენების შემდეგ ტექნო სცენის ნამდვილი ლეგენდა, BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტი FUNCTION, BASSIANI-ის სცენაზე შეასრულებს ლაივს. აღიარებული ბრუკლინელი პროდიუსერი არაერთი ღირსეული მუსიკალური პროექტისა და კოლაბორაციის წევრი იყო. მას ასევე ეკუთვნის უნიკალური ლეიბლი Infrastructure New York. 2013 წლამდე იყო Sandwel District-ის კოლექტივის წევრი. LSD-ის (LUKE SLATER, STEVE BICKNELL, FUNCTION) სულისჩამდგმელი ადგილობრივი სცენის გამორჩეულ დიჯეი NDRX-თან და იაპონელ ATSUSHI MAEDA-სთან ერთად დაუკრავს. HOROOM-ის ოთახი WILL GATES-ს და COSMIC LOVE ROTATION-ს უმასპინძლებს, მათი სეტები ჩიკაგო ჰაუსისა და დისკოს საინტერესო სინთეზით გამოირჩევა. Online Tickets: www.bassiani.com.  I Basket: 20GEL; II Basket: 30GEL; III Basket: 40 GEL; Door: 40GEL.
ბასიანიცოცხალი მუსიკა- 23 ნოემბერს რესტორანი - “რივა“, გეპატიჟებათ ჯგუფ Art Face-ის საიუბილეო საღამოზე. რესტორანში დაგხვდებათ მრავალფეროვანი მენიუ, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო და ქართულ სამზარეულოს. ლიმიტი ერთ პერსონაზე- 40 ლარი. დასაწყისი 20:00 საათზე. მისამართი: შარდენი, ბამბის რიგი 7 ნომერი. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 555 33 11 88
რივათეატრი - ილიაუნის თეატრი გეპატიჟებათ კიდევ ერთი სადიპლომო სპექტაკლის პრემიერაზე. თეატრის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სადიპლომო ნამუშევრების ხილვა ფართო აუდიტორიამაც შეძლოს. ამჯერად, სცენა გვანცა ხვიჩიას სადიპლომო სპექტაკლს დაეთმობა - "აკრძალული თამაშები", ავტორი - ედნა მაზია. სპექტაკლის მხატვარი - თეო კუხიანიძეა, დადგმის ხელმძღვანელი - ვანო ხუციშვილი. მონაწილეობენ: გივიკო ბარათაშვილი, ლევან გაბრავა, კოტე ლიპარტელიანი, გიორგი ტაბიძე, ნუცი რიჟამაძე.
თეატრიგამოფენა - ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ტიციანის და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრების შემდეგ საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ გამოფენას „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო". ჯოვან ლორენცო ბერნინი (ნეაპოლი 1598 - რომი 1680) ბაროკოს ხელოვნების დიდ სტრატეგოსად და მის უმაღლეს წარმომადგენლად გვევლინება. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი პაპის სამსახურში იყო. ის ცნობილია როგორც მოქანდაკე და არქიტექტორი, თუმცა ამავდროულად იყო ფერმწერი, სცენოგრაფი, მსახიობი და კომედიოგრაფი. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო" დამთვალიერებელი გაეცნობა ბერნინისა და XVII საუკუნის სხვა იტალიელი ოსტატების შედევრებს, რომლებიც დაცულია რომის მახლობლად მდებარე რომაული ბაროკოს მუზეუმში „პალაცო კიჯი ინ არიჩა". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე ნამუშევარი. მათ შორის: ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, ავტოპორტრეტები, პეიზაჟები, სხვადასხვა ფრესკისთვის მოსამზადებელი ესკიზები, ბრინჯაოს მედლები, კედლის დეკორები - ტყავისა და აბრეშუმის საკიდები, დეკორატიული ლამპა და სხვა.  გამოფენის ფარგლებში, პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებლისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამები და საჯარო ლექციები.

გამოფენის ხანგრძლივობა: 11 სექტემბერი - 25 ნოემბერი.
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზირი 11 ნომერი.
გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.
ბილეთის საფასური: მოზრდილი 7 ლარი; სტუდენტი 1 ლარი; სკოლის მოსწავლე 50 თეთრი; პენსიონერი 50 თეთრი; ბავშვი 6 წლამდე უფასო; *ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge.
 
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.
გამოფენაფილმის ჩვენება  - 24 ნოემბერს, კინოტეატრ „ამირანში“ გაიმართება ყველასთვის საყვარელი " თოვლის გუნდას" მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. სადაც ასევე გელოდებათ : გათამაშება, გასართობი ღონისძიება, თოვლის გუნდას წიგნებისა და ფუმფულა სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა დიდი ფასდაკლებით. დასწრება თავისუფალია.
ჩვენება დაიწყება  12:00 საათზე.
სარეგისტრაციო ფორმა გაიხსნება 17 ნოემბერს, 17:00 საათზე.
ფილმის ჩვენება
 
 
{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ
NULL