ნუთელას სუფლე

დღეს საოცრად ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი დესერტის რეცეპტს გაგაცნობთ, რომლის მთავარი ინგრედიენტიც ნუთელაა. ამ ისედაც უგემრიელესი შოკოლადის კარაქისგან მომზადებული სუფლე, წარმოუდგენლად არომატული და ნოყიერია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კვერცხი - 2 ცალი
  • ნუთელა - ½ ჭიქა
  • შაქარი - 1 ჩაის კოვზი
  • ვანილი - ½ ჩაის კოვზი
  • კარაქი - 1 სუფრის კოვზი
  • კაკაო
მომზადების წესი:
პირველ რიგში ნუთელა და კვერცხის გული შეურიეთ და ათქვიფეთ.  ცალკე ჭურჭელში კი, ათქვიფეთ ცილა, ვანილი და შაქარი. ამის შემდეგ, ეს ორი მასა შეურიეთ ერთმანეთს.

კექსის ფორმებს წაუსვით ცხიმი, ჩაასხით მიღებული ცომი და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ, შეგიძლიათ თავზე მოაყაროთ შაქრის ან კაკაოს ფხვნილი.

უგემრიელესი ნუთელას სუფლე მზად არის. გემრიელად მიირთვით.
ნუთელას სუფლე

{{ authTitle }}

{{ alert.title }}
ჩემი მენიუ
ჩემი მენიუ